საშინელება იყო - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც 14 წლის გოგო მოკლა?
28 წლის მამაკაცის ფოტო ცნობილია, რომელმაც სავარაუდოდ, 14 წლის გოგო მოკლა.
14 წლის გოგო, რომელიც გუშინ მოკლეს, იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო. არასრულწლოვანი ცდილობდა მამაკაცისგან თავი დაეღწია და მშობლების სახლში დაბრუნებულიყო, რის გამოც, მათ შორის კონფლიქტი საკმაოდ ხშირი იყო.
გავრცელებული ცნობით, არასრულწლოვანი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 28 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა. არასრულწლოვანი 2 თვის გათხოვილი იყო, კაცმა კი მას ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. მიღებული ჭრილობის შედეგად გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.
სოფელში ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. 28 წლის მამაკაცი მკვლელობის შემდეგ მიიმალა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.