"ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა
„ჰამასის“ „ბოევიკებმა“ ისრაელს დღეს დილიდან 2000-მდე რაკეტა ესროლეს. ასევე ტელეგრამში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პალესტინელმა ექსტრემისტებმა ორი ებრაული ქალაქის, აშკელონის და სდეროტის ცენტრში შევიდნენ.
„ბოევიკებმა“ პალესტინა-ისრაელის საზღვარზე ისრაელის არმიის ერთ-ერთი ბაზა დაიკავეს და იქ მყოფი სამხედროები დახოცეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ისრაელს ომი გამოუცხადა.
„ეს არ არის რამე ოპერაცია ან ტერორისტთა თავდასხმა. ეს ომია. ისრაელი საომარ მდგომარეობაში იმყოფება“, - განაცხადა ბინიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის არმიამ საპასუხო ოპერაცია „რკინის ხმალი“ დაიწყო. ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე ავიაიერიშები უკვე განახორციელა.
დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ისრაელში მშვიდობიან მოსახლეობაში სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა.