რატომ გაუჩინარდა 20 000-მდე ადამიანი ალასკის იდუმალი "პირამიდის" ტერიტორიაზე?
ალასკაში მდებარე მიწის იდუმალი პირამიდა მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტი პარანორმალური მოვლენებით არის ცნობილი. თითქმის დაუსახლებელ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვეულებრივი ადგილია უცხოპლანეტელების, მოჩვენებებისა და იეტის [თოვლის კაცი, კანჩენჯანგის დემონი] მსგავსი არსებების სანახავად, 1970 წლიდან 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა.
უცხოპლანეტელის ერთ-ერთმა თვითმხილველმა, უეს სმიტმა, "ძალიან უცნაური" სამკუთხა ობიექტები დაინახა, რომლებიც თვითმფრინავების მსგავსად არ მოძრაობდა. ასევე მაიკლ დილონმა, რომელიც უცხოპლანეტელების აღმოჩენის ადგილიდან 18 კმ-ის დაშორებით ცხოვრობს, საკუთარი კამერით ცაზე დაუჯერებელი სიჩქარით მოძრავი შუქი დააფიქსირა.
”აშკარა იყო, რომ ჩვენ არ ვიყავით ბუნებრივი ფენომენის მოწმენი. ამ სიჩქარით მოძრაობა წარმოუდგენელია... ადამიანის სხეული გათხევადდება”, - თქვა მაიკლმა.
ეს კონკრეტული რეგიონი მისტიკურია ასევე აქ უგზო-უკვლოდ დაკარგულების სიმრავლის გამო. Daily Star-ის ცნობით, 1970 წლიდან, ალასკის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ანკორიჯსა და ჯუნოს შორის ტერიტორიაზე, 20 000-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა. მაშველები ადამიანთა უცნაურ გატაცებებს ვენდიგოს (ადამიანებზე მონადირე იეტს) უკავშირებენ. მაშველების თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნისას მათ ფანტომური ხმები ესმოდათ, ასევე თავბრუსხვევა იგრძნეს და ორიენტაცია დაკარგეს.
საიდუმლოდ რჩება, ნამდვილად არსებობს თუ არა რაიმე უცნობი ფიზიკური ფენომენი, რომელიც ღამით ალასკის ცას ანათებს. უცხოპლანეტელების მკვლევარი, დები ზიგელმეიერი, თვლის, რომ ალასკა უცხოპლანეტელი ვიზიტორებისთვის "მიმზიდველი" იმიტომ არის, რომ ის თითქმის დაუსახლებელია.
41 წლის რენს ლენცი, უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შემზარავი გამოცდილების მიღების შემდეგ, მათი კვლევით დაინტერესდა, როდესაც ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. თუმცა, მოგვიანებით, აშშ-ის არმიაში ყოფნისას ამ ფენომენის შესახებ მას ახალი ხედვა ჩამოუყალიბდა. ”ჰორიზონტზე განსხვავებული შუქი და უცნაური საგნები დავინახე,” - ამბობს რენს ლენცი.
ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ აშშ-ის სამხედრო ჩინოვნიკებმა შესაძლოა ყველაფერი იცოდნენ უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ. ჰიპნოთერაპევტმა და პარანორმალური მოვლენების მკვლევარმა ჯონი ენოხმა თქვა, რომ "აშკარად" რაღაც უცნაური ხდება "ალასკას პირამიდაში". მისი აზრით, აშშ-ის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები ფარულად ეკონტაქტებიან მას, ვინც [ან რაც] საიდუმლოებით მოცულ მფრინავ ობიექტს მართავს.
მიუხედავად იმისა, რომ ალასკის იდუმალი პირამიდის ტერიტორიაზე არაპროპორციული რაოდენობით ადამიანების დაკარგვას უცხოპლანეტელებს უკავშირებენ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს პარანორმალური მოვლენა შეიძლება სრულიად განსხვავებულად აიხსნას. კრიპტოზოოლოგი კლიფ ბარაკმანი ამბობს, რომ ალასკას „უდაბნოში“ შეიძლება „ნებისმიერი ზომის პარანორმალური ობიექტი“ იმალებოდეს.
ექსპერტების აზრით, ალასკის მისტიკურ ტერიტორიაზე ადამიანთა გაუჩინარების უმარტივესი ახსნა შეიძლება იყოს მისი ხრიოკი რელიეფი და არაპროგნოზირებადი ამინდი. თუმცა, საბოლოოდ, საიდუმლო მაინც ამოუხსნელია.
წყარო: https://www.mirror.co.uk/news/weird-news/mysterious-alaska-triangle-20000-people-31012254