ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში - ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ისრაელში „ჰამასის" მებრძოლების თავდასხმებს ეხმაურება, რასაც ისრაელის მხრიდან საომარი მდგომარეობის გამოცხადება და „ჰამასზე“ საპასუხო შეტევის დაწყება მოჰყვა.
„ისრაელი ომშია“ - ბენიამინ ნეთანიაჰუს პირველი კომენტარი „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ
როგორც ბორელი სოციალურ ქსელში წერს, სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელს.
„შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ცალსახად ვგმობთ „ჰამასის" თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში.
„ჰამასის“ განურჩეველი თავდასხმები დიდ ტანჯვას აყენებს ისრაელში ხალხს, ზრდის დაძაბულობას და ძირს უთხრის პალესტინის ინტერესებს. ჩემი სრული სოლიდარობა ისრაელს“, - წერს ბორელი.