გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
გორთან ავტოსაგზაო შემთხევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა, რის შედეგადაც დაიმტვრა სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.