"შენ და შენი ქმარი ერთად ხართ კიდევ?" - კითხვა, რომელიც ,,პრაიმ ჰაუსში" ანანოს დაბრუნების შემდეგ გაჩნდა და მონაწილის პასუხი
რამდენიმე დღის წინ, ,,პრაიმ ჰაუსი“ საკუთარი გადაწყვეტილებით ანანომ დატოვა. ფაქტს წინ უძღოდა კადრები, რომელიც ეთერში გავიდა, სადაც ზურაც მონაწილეობდა.=
მას შემდეგ, რაც ზურასა და ანანოს კადრები ეთერში გავიდა, ანანოს მეუღლე მონაწილეების სახლთან მიიჭრა და ცოლს ტერიტორიის მასთან ერთად დატოვება მოსთხოვა.
მოგვიანებით, მონაწილე რეალითი შოუს წარმომადგენლებს დაუკავშირდა და განუმარტა, რომ უკან აღარ დაბრუნდებოდა.
დღეს კი, ყველასთვის მოულოდნელად, ანანო ,,პრაიმ ჰაუსში" დაბრუნდა. მონაწილეებს გაუჩნდათ კითხვა, ხომ არ დაშორდა ქმარს.
"შენ და შენი ქმარი ერთად ხართ კიდევ?" - აქტუალური კითხვა სოფიმ დასვა.
"ერთი წამითაც არ ყოფილა ჩვენ შორის არანაირი კითხვა. იმიტომ რომ, ზუსტად იცოდა ჩემმა მეუღლემ, ვინ ვარ, რას ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ.
ეს თქვენ გაქვთ ბინძური აზრები და თქვენ ფიქრობთ ამ საშინელებებს, თორემ მე არ მიცხოვრია ისე, რომ ხელის გადახვევაზე ვიღაცამ პასუხები მომთხოვოს", - ამბობს ანანო.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"