პოლიციაში მოკლული 14 წლის გოგოს მამას კითხავენ - მკვლელი ამ დრომდე თავისუფალია
იორმუღანლოს პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. გამომძიებლების კითხვებს მოკლული არასრულწლოვნის მამა პასუხობს. 14 წლის გოგონას მკვლელობაში მხილებული კაცი პოლიციას ჯერ ისევ არ დაუკავებია. ალიმ ასლანოვს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
ტრაგედია სოფელ ლამბალოში გუშინ მოხდა. 30 წლის კაცმა არასრულწლოვან აითაჯ შახმაროვას მაშინ ესროლა,როცა ისინი სოფელ ლამბალოში ნათესავის ქორწილის სამზადისში იყვნენ. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან 14 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა.
მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო. ის 2 თვეა რაც გაათხოვეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ოჯახიც, სკოლაც, განათლების რესურს ცენტრიც, თუმცა უკანონობაზე ხმა არავის ამოუღია.