თეგებით ძიება
07. 10. 2023 ვიდეო

"2 თვის განმავლობაში ბავშვი იყო გატაცებული, მას აუპატიურებდნენ და ბოლოს მოკლეს“ - ბაია პატარაია საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე (ვიდეო)

"2 თვის განმავლობაში ბავშვი იყო გატაცებული, მას აუპატიურებდნენ და ბოლოს მოკლეს. ამას არ ჰქვია და არ ამართლებს არაფერი!..“ - ასე ეხმაურება უფლებადამცველი, ბაია პატარაია საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას.

მისი თქმით, არ არსებობს მსგავს პრეცედენტზე დასჯილიყოს სკოლის დირექტორი. მას ასევე კითხვები აქვს იმ სკოლის დირექტორთან, სადაც ბავშვი 2 თვე არ გამოჩენილა სკოლაში, რომელიც როგორც გაირკვა იძულებით ქორწინებაში იმყოფებოდა 28 წლის კაცთან.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის არასრულწლოვანი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 28 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობამ სრულიად საქართველო შეძრა.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი 2 თვის გათხოვილი იყო, ქმარმა კი მას ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. მიღებული ჭრილობის შედეგად გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.

მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე იძებნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა