თეგებით ძიება
07. 10. 2023 ვიდეო

"წყალი დაბინძურდა და 4 კაცი დაიღუპა ერთი და იმავე დაავადებით" - კასპის სოფელში უწყლობა და მეწყრული პროცესები აწუხებთ (ვიდეო)

მეწყრული პროცესები და უწყლოდ დარჩენილი სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში - თვალადის მოსახლეობა ხელისუფლებას მოუგვარებელ პრობლემებს ახსენებს და რეაგირებას სთხოვს.  სოფელში პერიოდულად მეწყრული პროცესები ვითარდება  და საფრთხე, რომელიც იქ მცხოვრებლებს ემუქრებათ, სულ უფრო რეალური ხდება. 

მეწყრული პროცესები სოფელ თვალადში რამდენიმე კვირის წინ განვითარდა, თუმცა ამ დრომდე საფრთხის წინაშე არაერთი ოჯახია. ერთ-ერთი მცხოვრები კასპის  მერს თავად ესაუბრა და დახმარება სთხოვა. ვახტანგ მაისურაძე თავდაპირველად მას დახმარებაზე დათანხმდა, შემდეგ კი უარი უთხრა. 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მეწყრის შედეგად დაზარალებულებმა დახმარების მიღებაზე თავად თქვეს უარი.

პარალელურად, მძიმეა ვითარება სასმელ წყალთან დაკავშირებით. წყალი სოფელში იშვიათად მოდის და მაშინაც ხალხს წამლავს.  ადგილობრივები ბოლო წლებში რამდენიმე ადამიანის სიკვდილს სწორედ მომწამვლელ წყალს უკავშირებენ.

"9 წელიწადია ვიბრძვით, წყალი გვინდა, თუმცა  ყურადღებას არ გვაქცევენ...ერთი წყალი გვქონდა სოფელს, რომელიც დაბინძურდა და აქედან 4 კაცი დაიღუპა ერთი და იმავე დაავადებით", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

კასპის მერიაში სასმელ წყალთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდა და ხელახალ ტენდერს აცხადებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა