თეგებით ძიება
07. 10. 2023 ვიდეო

"ჩემი შვილი მოიტაცეს. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო“ - საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარი (ვიდეო)

საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედა ტრაგედიის შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

ქალბატონის განცხადებით, მისი შვილი ოჯახის თანხმობის გარეშე მოიტაცეს. 14 წლის მოკლული გოგოს დედა ითხოვს, რომ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

"ჩემი შვილი მოიტაცეს. ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა — აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო“ ახლა კი ხედავთ, რა უბედურებაც მოხდა. ჩემი გოგო მინდორში წავიდა ხბოს მოსაყვანად, ეს ბიჭი კი იქ დამალული იყო. გოგომ გაქცევა სცადა მაგრამ დაიჭირა და წიხლები ურტყა, მერე ხეზე მიაბა და ისე სცემა შემდეგ კი სახლში წაიყვანა.

ჩემმა შვილმა უთხრა, მხოლოდ 14 წლის ვარ არ მიყვრხარ, თავი დამანებე თორემ 112-ში დავრეკავო.. იმან კი ამოიღო იარაღი და მოკლა. ვითხოვ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ მკვლელს“, – აცხადებს 14 წლის მოკლული გოგოს დედა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა