ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან - საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მათი განცხადებით, საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტს აგრძელებს.
„საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.