თეგებით ძიება
07. 10. 2023 მსოფლიო

აშშ ისრაელის გვერდით დგას - ჯო ბაიდენი

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა დღევანდელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. ბაიდენის თქმით, აშშ ისრაელის გვერდით დგას. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

''აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ისრაელის გვერდით დგას. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი.'' - წერს CNN მედიის ცნობით, ბაიდენმა გამოთქვა რწმენა, რომ ისრაელი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა