თეგებით ძიება

„14 წლის აზერბაიჯანელ გოგოს თუ პედოფილი მოიტაცებს და გააუპატიურებს ფეხებზე ჰკიდიათ... არ აინტერესებს არც ერთ უწყებას“ - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

„14 წლის ბავშვის მკვლელობაზე კომენტატორების ნაწილს მინდა გამოვეხმაურო, ვინც აზერბაიჯანელებს ზემოდან დაჰყურებს და პრობლემას ეთნოსში ხედავს და არა სახელმწიფოში: დიდი ხანია, რაც მაგ გამოქვაბულიდან გამოხვედით? არ გახსოვთ ეთნიკურ  ქართველებში  მოტაცებული 14 წლის გოგოები? მე მახსოვს ყველა ეგ გოგო ჩემ სამეზობლოში და ჩემ სკოლაში. და იცით როდის აილაგმა ეგ მავნე პრაქტიკა? როცა რეალურად დაიჭირეს ბევრი კაცი თავის დამხმარეებითურთ ორგანიზებული დანაშაულისთვის. ამიტომ არაა საჭირო ეს ცრუ უპირატესობის განცდა ეროვნულ უმცირესობაზე.

და გიფიქრიათ, რანაირად დარჩა ეს დანაშაული მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობებში? იმნაირად რომ არავის იქ რეალურად არ იჭერენ. ტუტუცურად უფორმებენ საპროცესო გარიგებას და 5 000 ლარს ახდევინებენ; იმ დონეზე, რომ ზოგს ცოლის მოყვანის ჯარიმა ჰგონია ეგ. 

ასევე, 2 თვით რომ გაქრა ბავშვი, რატომ ვერ შეამჩნია ან სკოლამ, ან უბნის ინსპექტორმა და პოლიციამ, ან სოფლის რწმუნებულმა? ცხადია, შეამჩნიეს, მაგრამ ფეხებზე დაიკიდეს. იმიტომ რომ ფეხებზე ჰკიდიათ 14 წლის აზერბაიჯანელ გოგოს თუ პედოფილი მოიტაცებს და გააუპატიურებს, და საერთოდ, რა ბედი ეწევა მას - არ აინტერესებს არც ერთ უწყებას. აი, ეგეთი ნაგავი სახელმწიფო გვაქვს!“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა