„შემაკავებელი ორდერიც მოვთხოვო, ჩემთან ახლოს რომ არ მოვიდეს“ -რას ამბობს ანა ქურდაძე თამარ ახალკაცის განცხადებაზე?
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების, ანა ქურდაძისა და თამარ ახალკაცის კონფლიქტი, ფიზიკურ დაპირისპირებასა და საბოლოოდ, დისკვალიფიკაციაში გადაიზარდა.
თამარი აცხადებს, რომ აპირებს ანას სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში უჩივლოს, იმ შემთხვევაში კი, თუ ქურდაძე ადგილზე არ გამოცხადდება და პროცესს არ დაესწრება, ძებნას გამოაცხადებენ და დაიჭერენ.
ამაზე „პრაიმტაიმთან“ საკუთარი პოზიცია ანამ დააფიქსირა.
ანა ქურდაძე: თამარი უკვე პერსონაჟია და არა პერსონა, რომელსაც ღრმა ფანტაზიები აქვს. თუ მის ზღაპარში ასე ხდება, იყოს ასე.
- აპირებთ სტრასბურგში გამოცხადებას, როგორც თავად ამბობს?
- თამარის ზღაპარში რა როლი მაქვს, არ ვიცი, მაგრამ რეალურად, ფაქტი სხვანაირად არის. პირიქით, შემიძლია მას მივედაო და შემაკავებელი ორდერიც მოვთხოვო, ჩემთან ახლოს რომ არ მოვიდეს.