თეგებით ძიება
08. 10. 2023 მსოფლიო

ჰეზბოლამ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა

ჰეზბოლამ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამიზნეს გოლანის მაღლობზე არსებული ისრაელის სამხედრო პოზიციები წარმოადგენდა.

საპასუხო ცეცხლი გახსნა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც. აღსანიშნავია, რომ ჰეზბოლა ირანის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობაა, რომელიც ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს აკონტროლებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მათ საჯაროდ აიღეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა