ქართველი ებრაელი პოლიციის ოფიცერი ჯიჰადისტებთან ბრძოლაში გმირულად დაეცა - რა ინფორმაცია ვრცელდება?
ქართული სული უკვდავია - სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთა კოკიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ჰამასის მებრძოლებთან შეტაკების დროს დაღუპული პოლიციის ოფიცრის შესახებ წერს:
„ეს არის გმირი ქართველი ებრაელი პოლიციის ოფიცერი
ისაკ ბუზუკაშვილი
რომელიც გმირულად დაეცა ხამასის ჯიაზისტების წინაამღდეგ ბრძოლაში
ქართული სული უკვდავია“ - წერს კოკიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, მასიურად ბომბავს ისრაელს. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის არმია ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“ და ახორციელებს საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორში. ათობით ისრაელელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მძევლად იქნა აყვანილი, ასობით ადამიანი დაიჭრა.