ხერსონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
7-8 ოქტომბრის ღამეს რუსეთი ქალაქ ხერსონს დაესხა თავს. მთელი ღამის განმავლობაში საარტილერიო ჭურვებით აქტიურად იბომბებოდა საცხოვრებელი უბნები.
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის, წითელი ჯვრის მედიკოსი. საავადმყოფოში გადაიყვანეს 27 წლის ქალი და მისი 9 თვის ქალიშვილიც.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის მიმართულებით რუსების ნასროლი ყველა ჭურვი არ აფეთქდა. ისინი უკრაინელმა ექსპერტებმა უვნებელყვეს.