თეგებით ძიება

არავითარი დამადასტურებელი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ გავრცელებულ ფოტოზე ასახული პიროვნება საქართველოს მოქალაქეა - ლაშა ჟვანია

არავითარი დამადასტურებელი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ გავრცელებულ ფოტოზე ასახული პიროვნება საქართველოს მოქალაქეა, - განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ტყვედ აიყვანეს.

„[ინფორმაცია] გავრცელდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, სოციალურ ქსელებში. აქ არავინ გვიდასტურებს, არც მისი სახელი და გვარი ვიცით, ვითხოვთ, რომ მოგვაწოდონ გვარ-სახელი“, - აღნიშნა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, მასიურად ბომბავს ისრაელს. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის არმია ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“ და ახორციელებს საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორში. ათობით ისრაელელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მძევლად იქნა აყვანილი, ასობით ადამიანი დაიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა