„დატოვეს ოჯახები, შვილები, მშობლები.. მობილიზაციაა სრული“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი?
ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი ანა კოლ-შიმშილაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დატოვეს ჯერ კიდევ გუშინ ოჯახები, შვილები, მშობლები... შეუერთდნენ ჯარს!
მობილიზაციაა სრული.
ღმერთო, დააბრუნე მშვიდობით.
არც ერთ მხარეს მშვიდობიან მოსახლეობას არ ვისურვებდი ცუდს. არ მეჩხუბოთ. მათ შორისაცაა ვისაც არ უნდა ომი. კი , ცოტა, მაგრამ....არის“ - წერს შიმშილაშვილი.