თეგებით ძიება

აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი და ტოპ ხუთეულშია ყოველ წელს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ საუბარი გვქონდა ვაჭრობა-ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით. თანამშრომლობის საკითხები მიმოვიხილეთ ენერგეტიკის, სატრანსპორტო, ლოგისტიკის მიმართულებით. აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი, ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„შარშანაც გვქონდა საკმაოდ რეკორდული წელი. ასევე გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა. მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ჩვენ ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ყველა საკითხში, იქნება ეს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა თუ სხვა ნებისმიერი სფერო. ჩვენს რკინიგზებს აქვს ასევე ძალიან წარმატებული თანამშრომლობა. ჩვენ ასევე შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები მიმოვიხილეთ, იცით რომ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან კოორდინირებულად ვმუშაობთ. იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად განვითარდეს ეს კორიდორი, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზაციას და განვითარებას. ამ მხრივ აზერბაიჯანს ვიცი, რომ დაწყებული აქვს მასშტაბური სამუშაოები. საქართველოს ასევე დაწყებული აქვს რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება. რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. ჩვენ ასევე ძალიან მალე ვიწყებთ ანაკლიის ახალი პორტის მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ასევე ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ასვე რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის მქონდე სტრატეგიული პროექტი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა