თეგებით ძიება

„დღევანდელ პარლამენტში ერთი პარლამენტარი მაინც დამისახელეთ,რომელიც ხელფასზე ცხოვრობს და ფულს არ იპარავს“ - სანდრო ბრეგაძე

„გადახედეთ პარლამენტს და თუ 1 კაცს მაინც დამისახელებთ , რომელიც პატიოსანია და სამშობლოს მოყვარული - მადლობელი დაგრჩებით“ - ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს ავრცელებს:

„დღევანდელ პარლამენტში ერთი პარლამენტარი მაინც დამისახელეთ,რომელიც ხელფასზე ცხოვრობს და ფულს არ იპარავს ‼️

—  იცით ყველაზე მეტად რომელი ახლადდამკვიდრებული შაბლონი მძაგს ⁉️ 

—  პოლიტიკაში რომ წავლენ ეს “ ლუზერები “ - ფულს იშოვიან , გაძღებიან , გაზულუქდებიან და შემდეგ ინტერვიუში არხეინი და ვითომ სამშობლოზე ფიქრით დაღლილები აცხადებენ - “ ცოლი დღესაც მსაყვედურობს პოლიტიკაში რა გინდოდა , ვცხოვრობდით წყნარადო ‼️

—  გუშინ რომ გაიჩინეს პირადი სტილისტი , გუშინწინ ვაკეში გადმოსულ გოიმ დეპუტატ-ცოლებს,რომლებსაც ბარნოვზე  ცხოვრება სამყაროს პიკი გონიათ - იმათ ვეტყვი - რა უნდოდა თქვენს ბოგანო ქმარს პოლიტიკაში და ახლა რომ გასიებულხარ ქონებით , ჩამჯდარხარ ბრილიანტებში , იმდენი ფული გაქვს რომ ვერ ითვლი , ყველა კურორტზე რომ სახლი გაქვს და შენი იდიოტი შვილები რომ უცხოეთის უძვირეს უნივერსიტეტებში სწავლობდნენ - აი ეს უნდოდა შენს სამშობლოს სიყვარულისგან დაცლილ,გაუნათლებელ , მექრთამე , მაგრამ გაქნილ და ვაზელინწასმულ ქმარს პოლიტიკაში ‼️

—  ისე წერენ ეს ნაცებში დაფრთიანებული და ამჟამად გაქოცებული ნაძირლები - “ პოლიტიკაში არ მინდოდაო “ - თითქოს თავის პროფესიაში ვარსკვლავებს წყვეტდნენ და ეს მილიონები ბაბუამისმა დაუტოვა ‼️

—  თავს გვამადლიან - არ მინდოდა პოლიტიკა,მაგრამ რა მექნაო , სამშობლოს ჭირდებოდა ჩემი დეპუტატობაო - კიდევ აქეთ გვადებენ ვალს ეს ფულზე დახარბებული ღორები ‼️

—  სინამდვილეში - რა უნდათ პოლიტიკაში და ფული , ფული , ფული , ბევრი ფული.უფრო კარგად რომ გაგვძარცვონ , დაგვამშიონ - უფრო სარფიანად რომ გაყიდონ სამშობლო ‼️

—  თუ ჩემი არ გჯერავთ - გადახედეთ პარლამენტს და თუ 1 კაცს მაინც დამისახელებთ , რომელიც პატიოსანია და სამშობლოს მოყვარული - მადლობელი დაგრჩებით . სამაგიეროდ გაზულუქებულ ღორებს რომლებიც ბიუჯეტს ჭამენ - მე დაგისახელებთ უამრავს ‼️

—  თუმცა რაზე უნდა ველაპარაკო ამ ხალხს - მოვა არჩევნები , გადმოაგდებს ძვალს ის გაზულუქებული დეპუტატი , ფულიანი ღორი და პატიოსანი კაცის ნაცვლად მას მიცემენ ხმას - უბოძებენ ძალაუფლებას რათა უკეთ გაძარცვოს და უღალატოს საქართველოს“ - წერს სანდრო ბრეგაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა