ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა კაბინეტმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა
ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა კაბინეტმა, ძირითადი კანონის "40-ე მუხლის“ შემოღებას დაუჭირა მხარი, რაც ომის ოფიციალურ გამოცხადებას ნიშნავს. გადაწყვეტილება გუშინ ღამით იქნა მიღებული. ამის შესახებ, ინფორმაცია ისრაელის პრემიერ - მინისტრის X-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც "ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა.მისი პირველი ეტაპი რამდენიმე საათში, ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის განადგურებით დასრულდება", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, მასიურად ბომბავს ისრაელს. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის არმია ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“ და ახორციელებს საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორში. ათობით ისრაელელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მძევლად იქნა აყვანილი, ასობით ადამიანი დაიჭრა.