თეგებით ძიება

აშშ-ში კატამ ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების IT-სისტემა გათიშა

აშშ-ში კატა IT-სპეციალისტის კლავიატურაზე ახტა და სახელმწიფო სამედიცინო საინფორმაციო სისტემიდან მონაცემები წაშალა. ამის შესახებ უცხოუ მედიაზე დაყრდნობით იმედინიუსი წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი სექტემბერში, კანზას-სიტის სამედიცინო ცენტრში მოხდა,, რომელიც აშშ-ის ვეტერანების საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შედის.

სისტემური ადმინისტრატორის ოთხფეხა მეგობარი კლავიატურაზე მაშინ ახტა, როცა სპეციალისტს სერვერში ცვლილებები შეჰქონდა. შედეგად, მონაცემები წაიშალა, თუმცა მათი აღდგენა რამდენიმე საათში მოხერხდა.

უწყების პრეს-მდივანმა დაადასტურა, რომ ტექნიკური ხარვეზი კატის გამო მოხდა.

„პრობლემა სწრაფად აღმოვაჩინეთ და სისტემა ოთხ საათში აღვადგინეთ. ინციდენტის შედეგად პრობლემები არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა მან.

მოგვიანებით სიტუაცია თათბირზეც განიხილეს, რომელსაც ცენტრის IT-დირექტორი და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ია რატომაც მყავს ძაღლი“, - იხუმრა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა კურტ დელებენმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა