ისრაელის ქალაქები, სადაც მოსახლეობი ევაკუაცია განხორციელდება - ნახეთ ჩამონათვალი
ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.
ურიმი, ბარი, ნაჰალ ოზი, ნატივ ჰატარა, ზიკიმი - ეს ის ადგილებია ქვეყნის სამხრეთში, სადაც მოსახლეობას სახლების დატოვებას სთხოვენ.
სამხედროები აცხადებენ, რომ შემდგომი ევაკუაცია „სიტუაციის შეფასების მიხედვით განხორციელდება“.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.