ალიმ სადიგოვი - კაცი, რომელმაც 14 წლის გოგო მოკლა
კაცი, რომელმაც 14 წლის გოგო მოკლა 30 წლის ალიმ სადიგოვია.
ცნობისთვის, 14 წლის გოგო, რომელიც 3 დღის წინ მოკლეს, იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო.
არასრულწლოვანი ცდილობდა მამაკაცისგან თავი დაეღწია და მშობლების სახლში დაბრუნებულიყო, რის გამოც, მათ შორის კონფლიქტი საკმაოდ ხშირი იყო.
არასრულწლოვანი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 28 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა. არასრულწლოვანი 2 თვის „გათხოვილი“ იყო, კაცმა კი მას ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. მიღებული ჭრილობის შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. სადიგოვი მკვლელობის შემდეგ მიიმალა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"