თეგებით ძიება

"9 დღე იბრძოლა დედისერთა, ნანატრმა შვილმა და გაფრინდა იქ, სადაც ანგელოზები ელოდნენ“ - ქართველი მოდელი, მარიშა გვიდანი გარდაიცვალა

ქართველი მოდელი, მარიშა გვიდანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ახლობლები და სამოდელო სააგენტო ჯეიმოდელსი ავრცელებს.

"9 დღე იბრძოლა დედისერთა, ნანატრმა შვილმა და გაფრინდა იქ, სადაც ანგელოზები ელოდნენ. მძღოლის უპასუხისმგებლობამ გაამწარა არამარტო მარიშას ოჯახი, სულიერად დაანგრია ბავშვის ყველა ახლობელი, ნათესავი, კლასელი, მეგობარი“.

"როგორ გვჯეროდა რომ იბრძოლებდა და შეძლებდა, ღმერთო“.

"როგორ არ მინდოდა ეს დაგეწერა და მჯეროდა ყველაფერი კარგად იქნებოდა. მართლაც გაფრინდა ანგელოზი“.

"ნათი ვიზიარებ, შვილო, გული მტკივა ეს არ მომხდარიყო ჩვენ სანათესაოში. ნათელი ლამაზ სულს“,- წერენ გარდაცვლილის ახლობლები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა