ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2 445 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი „თალიბანის“ ადმინისტრაციის კატასტროფების სამინისტროს პრესსპიკერზე, ჯანან საიექზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა 1 320 სახლი.
6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს, ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.