თეგებით ძიება
09. 10. 2023 ვიდეო

კადრები ფესტივალის ტერიტორიიდან, სადაც 260 ადამიანი მოკლეს (ვიდეო)

ისრაელის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ 260-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა მუსიკალურ ფესტივალზე. როგორც სამაშველო სამსახურში განმარტავენ, გარდაცვლილთა რაოდენობა სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება. ვრცელდება პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან.

ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

წყარო - "პრაიმ ტაიმი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა