თეგებით ძიება

ისრაელსა და პალესტინაში დაღუპულთა რაოდენობამ 1100-ს გადააჭარბა

ისრაელსა და პალესტინაში ომის მესამე დღეს დაღუპულთა რაოდენობამ 1100-ს გადააჭარბა, აქედან 400-ზე მეტი პალესტინელი, ხოლო 700-ზე მეტი ისრაელის მოქალაქეა. თითოეულ მხარეს 2000-ზე მეტი დაშავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით ჰამასის დაჯგუფების მძევლად რჩება 130-ზე მეტი ებრაელი, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებიც.

7 ოქტომბერს დაწყებული თავდასხმების ტალღა ბოლო ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტის ყველაზე დიდი ესკალაციაა. ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური, ომის დაწყების შემდეგ პირველ საჯარო კომენტარს ავრცელებს.

"ეს არის მკვლელი ტერორიზმი. ჩვენ ვუტევთ, უკან ვხევთ და ვურტყამთ ყველას, ვინც მასში მონაწილეობს. ვიცი, რომ ბოლო დღე რთული იყო, მძიმე ფასია, ვიცი, რომ ბევრი კითხვა და ბევრი იმედგაცრუებაა," - ამბობს ჰერზი ჰალევი.

მისივე თქმით, ახლა ომის დროა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი მტრის ხელშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა