უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ადგილი ჩვენთან, ნატო-შია, ეს მოხდება ადრე თუ გვიან - ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე
როდესაც ნატო ემზადება ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისთვის, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერის განმტკიცებას, ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვას და შეკავებას, ვასრულებთ მოკავშირეთა მიერ დადებულ პირობას თავდაცვის ხარჯების გაზრდის კუთხით და უფრო მჭიდროდ და პრაქტიკული კუთხით ვმუშაობთ პარტნიორებთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ კოპენჰაგენში, ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ნატო არის და ყოველთვის იქნება რეგიონული ალიანსი, მაგრამ ჩვენ გლობალური გამოწვევების წინაშე ვართ. ასე რომ, ჩვენი პარტნიორობა სხვა ქვეყნებთან გადამწყვეტია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. აქ, ევროპაში, მოლდოვის რესპიბლიკასა და საქართველოს მიწაზე უნაბერთვოდ არიან რუსი სამხედროები, ბოსნია და ჰერცეგოვინა კი დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნეა, რუსეთის მხრიდან ხდება არჩევნებში ჩარევა და კიბერთავდასხმები. ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი ასევე იყო გამოყენებული ნატო-ს წევრების წინააღმდეგაც“,- განაცხადა მირჩა ჯოანამ.
მისივე თქმით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ადგილი ნატო-შია.
„როდესაც ვახსენე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ვთქვი, რომ მათი ადგილი ჩვენთან, ნატო-შია. მთელი დასაველთ ბაკლანეთი ასევე უნდა იყოს ჩვენთან, როგორც ევროპული და ევროატალანტიკური ოჯახსის სრულუფლებიანი წევრები. მე ვიცი, რომ ეს მოხდება ადრე თუ გვიან. ეს არის გამოსავალი, რომ ყველა დემოკრატიული ქვეყანა ერთად ვიყოთ, მიუხედვად იმისა, რამდენად მტკივნეულია წარსული ნაიარევები“, – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.