თეგებით ძიება

"თამარი, იონათანი და მათი შვილები: შახარი, არბელი და ომერი " - ოჯახი, რომელიც ტერორისტების თავდასხმას შეეწირა

ჰამასის თავდასხმების შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 2 506 ადამიანი, მათგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 353-ს კი სერიოზული დაზიანებები აქვს. გატაცებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

დაღუპულთა შორის არის ოჯახი - თამარი, იონათანი და მათი შვილები: შახარი, არბელი და ომერი. 

„ჰამასის ტერორისტებმა გაანადგურეს მთელი ოჯახი. სიტყვები არ მყოფნის, კურთხეული იყოს მათი ხსოვნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა