"მომხრე ვარ, ყველა ნასვამი მძღოლი - მართვის მოწმობის 6 თვიანი ჩამორთმევა კი არა - ციხეში მიდიოდნენ" - რას წერს გურამ შეროზია?
ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოდელ, მარიშა გვიდანის გარდაცვალებას ეხმაურება.
"15 წლის მარიშა გვიდანის სიცოცხლე შეიწირა ნასვამმა, ნაბიჭვარმა მძღოლმა, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა ველოსიპედით მიმავალ გოგონას.
აი გული მეგლიჯება ეგეთ ამბებზე, როდის უნდა შევიგნოთ ერმა, რომ ყველა ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია!
1 თვის წინ რაღაც სუფრაზე მოვხვდი, საჭესთან ვარ არ ვსვამმეთქი და არ გაქვს ქალაქში ამდენი “ბლატები” რომ არ გაგაჩერონო? ისეთი ამბები დავატრიალე! ანუ მხოლოდ იმიტომ არ ვსვამთ მათი აზრით, რომ ჯარიმის გვეშინია?! ამ შეგნების ხალხში რომ გვიწევს ცხოვრება - ეგეც ცალკე ტრაგედიაა!
ვუსამძიმრებ გოგონას ოჯახს და მომხრე ვარ, ყველა ნასვამი მძღოლი - მართვის მოწმობის 6 თვიანი ჩამორთმევა კი არა - ციხეში მიდიოდნენ!!!!", - წერს გურამ შეროზია.