თბილისში ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა და ავტომობილები დააზიანა
თბილისში ძლიერი ქარია. ფეისბუქის გვერდზე „ჩემი ქალაქი მკლავს“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მშენებარე კორპუსიდან გადმოყრილმა ბლოკებმა ავტომობილები დააზიანა.
„თბილისი - მარიჯანის ქუაჩაზე ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა, რამაც ავტომობილები დააზიანა❗️ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.