თეგებით ძიება

ავარიაში მძიმედ დაშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი

„მთავარი არხის“ ნფორმაციით, ლვოვში ავტოკატასტროფის დროს მძიმედ დაშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი.

ავტოავარია კიევი-ჩოპის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს "ჰიუნდაისა" და "აუდის" ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ.

უკრაინული მედიის თანახმად, შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ქალი, ორი მოქალაქე კი დაშავდა. ეკა ტყეშელაშვილი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა