თეგებით ძიება

აშშ - სა და კანადაში ებრაული თემების და სინაგოგების დაცვას აძლიერებენ

აშშ-სა და კა­ნა­და­ში ის­რა­ე­ლი-პა­ლეს­ტი­ნის კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა. არა­ბუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, უფრო მას­შტა­ბუ­რი მსვლე­ლო­ბე­ბი ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში, ქვეყ­ნე­ბის წამ­ყვან ქა­ლა­ქებ­ში მო­ე­წყო­ბა, მათ შო­რის: ატ­ლან­ტა­ში, ჩი­კა­გო­ში, ლოს ან­ჯე­ლეს­ში, მონ­ტრე­ალ­ში, ნიუ-იორკში, ოტა­ვა­ში, ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, სან ფრან­ცის­კო­ში, ტო­რონ­ტო­სა და ვან­კუ­ვერ­ში. ის­რა­ე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ე­ბი გა­მო­ცხად­და ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­შიც. ამა­ზე სა­პა­სუ­ხოდ, პატ­რუ­ლი­რე­ბა და ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის დაც­ვა გა­აძ­ლი­ე­რეს გარ­კვე­ულ ქა­ლა­ქებ­ში. რო­გორც მე­დია იუ­წყე­ბა, რამ­დე­ნი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა, მათ შო­რის ფლო­რი­და­ში უკვე მოხ­და ად­გი­ლობ­რივ არა­ბებ­სა და ებ­რა­ე­ლებს შო­რის.

აშშ-ის მუს­ლი­მუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საბ­ჭომ კი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"პა­ლეს­ტი­ნის ქა­ლა­ქებ­სა და ლტოლ­ვილ­თა ბა­ნა­კებ­ზე ის­რა­ე­ლის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი და უწყვე­ტი თავ­დას­ხმე­ბი არა­ერ­თი პა­ლეს­ტი­ნე­ლის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. ჩვენ ვგმობთ ის­რა­ე­ლის მიერ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის, მათ შო­რის უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვე­ბის, ქა­ლე­ბის და მო­ხუ­ცე­ბის მი­ზან­მი­მარ­თულ და გა­ნურ­ჩე­ველ მკვლე­ლო­ბას". გან­ცხა­დე­ბა­ში არ არის ნახ­სე­ნე­ბი "ჰა­მა­სი" ან მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლე­ბი.

ნიუ-იორკში პა­ლეს­ტი­ნის მხარ­დამ­ჭერ­მა ჯგუ­ფებ­მა - Within Our Lifetime, Samidoun, Decolonize This Place, Al-Awda და ა.შ., "პა­ლეს­ტი­ნის გმი­რუ­ლად გა­წე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის" მხარ­დმჭე­რი აქ­ცია გა­მარ­თეს. დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­უ­წო­დებ­დნენ ხალ­ხს ებ­რა­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბი­სა და ის­რა­ე­ლის გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ.

პა­რა­ლე­ლუ­რად იმარ­თე­ბა ის­რა­ე­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცი­ე­ბიც. ებ­რა­ულ­მა ჯგუ­ფებ­მა, მათ შო­რის Club Z-მა და Yad Yamin-მა ნიუ-იორკში, გა­ე­როს შტაბ-ბი­ნის წინ მო­ა­წყვეს პრო­ტეს­ტი.

და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ამ ებ­რა­უ­ლი თე­მე­ბის და სი­ნა­გო­გე­ბის დაც­ვა გა­აძ­ლი­ე­რა. ასე­ვე მო­იქ­ცა გერ­მა­ნია და საფ­რან­გე­თიც. ებ­რა­ელ­თა დაც­ვა გა­აძ­ლი­ე­რა ლონ­დო­ნის მეტ­რო­პო­ლი­ტენ­მაც მას შემ­დეგ, რაც ის­რა­ელ­ში ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენტს ჰქონ­და ად­გი­ლი.

წყარო: ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა