ავიაკომპანიები თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს წყვეტენ
ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო რამდენიმე ავიაკომპანიამ ისრაელის მიმართულებით და უკან ფრენები შეაჩერა. ამის შესახებ CNN წერს.
ისრაელში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, ფრენებთან დაკავშირებული საფრთხის გამო თელ-ავივის მიმართულებით და უკან ფრენები გააუქმეს ავიაკომპანიებმა: American Airlines, Norwegian Air, Korean Air, Air India, Cathay Pacific, United Airlines და Delta Air Lines.
ავიაკომპანიები განცხადებებში აღნიშნავენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში სიტუაციის განვითარებას და მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების გამო ფრენებს დროებით წყვეტენ.