თეგებით ძიება

ევროკომისია „ჰამასის“ თავდასხმის გამო პალესტინელების დახმარებას აჩერებს

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო პალესტინელების დახმარებას აჩერებენ, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

საუბარია 691 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებაზე. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის თქმით, ტერორის მასშტაბები და სისასტიკე, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ განხორციელდა გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს.

„როგორც პალესტინელების უმსხვილესი დონორი, ევროკომისია გადახედავს განვითარების პროექტების მთელ პორტფელს, რომელიც შეადგენს 691 მილიონ ევროს. მშვიდობის, ტოლერანტობის და თანაცხოვრების საფუძვლები მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებებს. ზიზღის, ძალადობის და ტერორის განდიდების წაქეზებამ მოწამლა ძალიან ბევრი ადამიანის გონება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ახლავე“ – განაცხადა ვარჰეიმ.

ცნობისთვის, ისრაელზე შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასმა", თავდასხმის პირველ დღეს, ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 5000 რაკეტა ისროლა. ამასთან, მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდან და ზღვიდანაც შეიჭრნენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა