თეგებით ძიება

ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა - რას წერს ზურაბიშვილი?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ საშუალება უნდა მისცეს ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ავიაკომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა