თეგებით ძიება

„იქნებ ბავშვებით ვაჭრობასთან გვაქვს საქმე... საეჭვოდ მომეჩვენა, თვალი არ მომიშორებია, ფოტოც კი გადავუღე... “ - რას წერს სოც-ქსელის მომხმარებელი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინი ფხაკაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:

„ამ პოსტს შეიძლება სულაც ჩემი უაზრო ეჭვის საფუძველზე ვწერ, მაგრამ პოლიციელის თუნდაც ჩემი უსაფუძვლო ეჭვების მიმართ ინდიფერენტულობამ, ის ფაქტიც კი გადაფარა, რომელსაც პოსტი ეძღვნება.

დღეს, 337 ავტობუსით მგზავრობისას, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სადღაც ზედა სამგორის მეტროს მომდევნო გაჩერება უნდა ყოფილიყო, ამოვიდა ქალი, რომელსაც ბავშვი ჰყავდა ეტლით, ეტლი ინვალიდებისთვის განკუთვნილ ადგილას მიაბა და მის წინ ჩამოდგა. ბავშვმა ჩემი ყურადღება მიიპყრო, გამხდარი მეჩვენა და უცნაური თვალები ჰქონდა. ერთი თუ ორი გაჩერების შემდეგ ქალმა კარისკენ გადაინაცვლა, რამაც დამაბნია, ვიფიქრე, ჩასვლას როგორ აპირებს თქო?!.. გაჩერებაზე მართლაც ჩავიდა. მინდოდა მეთქვა: - ქალბატონო, ბავშვით ამოხვედით, მაგრამ გაჩერებისას ეტლი რომ გამოძრავდა, მამაკაცმა, რომელიც ინვალიდთა ადგილის იქით მდებარე სკამზე იჯდა, ეტლს ხელი მოჰკიდა და ამ ფაქტმა შემაჩერასავით, იქნებ რაღაც გამომრჩა და ერთად არიან - გავიფიქრე, მაინც წამოვიწიე და: “ქალ…” სიტყვა ვერ დავასრულე, რომ ქალი ჩავიდა, ვუყურებ ამ კაცს ეჭვის თვალით, თითქოს არაფერი, მაგრამ მისი ასე ჯდომაც ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა, თვალი არ მომიშორებია, ფოტოც კი გადავუღე. მასაც აუცილებლად უნდა შეემჩნია ჩემი დაჟინებული მზერა, არც ფოტო გადამიღია შეპარვით.

მოკლედ ჩემი გაჩერება ახლოვდება, თან მგონია, რომ არ უნდა ჩავიდე, მაგრამ გაყოლის აზრსაც ვერ ვხედავ. 

300 არაგველზე ჩავედი და მეტროში პოლიციელი მოვიკითხე, მობილურში სავარაუდოდ ვიდეოებს უყურებდა, ვუამბე ეს ყველაფერი და ვთხოვე, იქნებ ბავშვებით ვაჭრობასთან გვაქვს საქმე და ავტობუსის კამერების გადამოწმებით შესაბამისი ორგანოები თავისუფლად გაიგებდნენ, ეს მხოლოდ ჩემი ეჭვის ნაყოფი, თუ რეალური ფაქტი იყო. მაგრამ პოლიციელმა: “ამ ქალაქში იმდენი რამ ხდება ყოველ დღე, რომ იცოდეთო…” შოკი მქონდა. თუ ნამდვილად გაღელვებთ, მე კრიმინალური უნდა გამოვიძახო და თქვენც და მეც ბევრი დრო დაგვეკარგება ამაზეო. ჩემი დრო კარგი, სამსახურიდან მოვდივარ და ყოველი წუთი მეძვირფასება, მარა ის, თავად, სამუშაო საათებში უნდა მოწყვეტილიყო ვიდეოების ყურებას და მართლა საქმე გაეკეთებინა. 

აღარ გავაგრძელებ, წამოვედი, თუმცა ხინჯად მაქვს მაინც. იქნებ უნდა მომეთხოვა მაინც კრიმინალურის გამოძახება…

#სატრანსპორტო #337ავტობუსი #ჩემიქალაქი“ - წერს ნინი ფხაკაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა