სტიქია გურიაში - ჩოხატაურის ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღში სწავლა შეწყდა
სტიქია გურიაში - გუშინ ჩოხატაურის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. უხვი ნალექის გამო დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, დატბორილია ცენტრალური გზები. მოსახლეობა გადადგილებას ვერ ახერხებს და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში დაიტბორა საბავშვო ბაღის შენობა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა.
"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი რამაც დააზიანა როგორც პირად საკუთრებაში არსებული ნაკვეთები, ასევე, ზოგადად საგზაო ინფრასტრუქტურა. ცუდი მდგომარეობაა სოფელ წიფნაგვარაში, სადაც მისასვლელიც არ არის. ერკეთში პრაქტიკულად პარალიზებულია სწავლა, საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს. ბუთურში არის სავალალო მდგომარეობა ასევე", - ამბობს ბაჩო ახალაძე, ჩოხატაურის საკრებულოს წევრი ენმ-დან.
ადგილობრივი, ნანა ცხოიძე ამბობს, რომ ძირითადად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გზაზე კი შვავია ჩატანილი.