თეგებით ძიება

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ "ჰამასის" 1 500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ისრაელსა და ღაზის სექტორის მიდამოებში "ჰამასის" 1 500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს. ვიცე-პოლკოვნიკმა, რიჩარდ ჰეხტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობეზე, კონტროლი "მეტ-ნაკლებად" სრულად აღადგინა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ისრაელისა და "ჰამასის" ომს უკვე 1 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა