"პატარა აითაჯის პედოფილი მკვლელი დაიჭირეს. ახლა დანარჩენების ჯერია!“ - ნინა მამუკაძე
ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას ეხმაურება.
"პატარა აითაჯის პედოფილი მკვლელი დაიჭირეს. ახლა დანარჩენების ჯერია! დანაშაულის დაფარვა, შეუტყობინებლობა, გულგრილობა… მთელი სიაა…
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ასიმ ასლანოვი დააკავეს", - წერს ჟურნალისტი.