მძევლების გასათავისუფლებლად აშშ ისრაელს სპეცოპერაციების დაგეგმვას სთავაზობს - CNN
"ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების გასათავისუფლებლად ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს სპეცოპერაციების დაგეგმვას სთავაზობს. ამის შესახებ CNN-ს პენტაგონიდან ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
მისი თქმით, ეს მხარდაჭერა არ ითვალისწინებს ამერიკელი ჯარების ყოფნას ისრაელის ტერიტორიაზე.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, მხარდაჭერა მოიცავს დახმარებას ცენტრალური სარდლობისა და აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობისგან, ასევე ერთობლივი სპეციალური ოპერაციების დაგეგმვას.
„ეს საკითხი წამოიჭრა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და მის ისრაელ კოლეგას იოავ გალანტს შორის სატელეფონო საუბრის დროს“, - აცხადებს წყარო.
ცნობისთვის, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ თავის სამხედროებს ისრაელში არ გაგზავნის.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელისთვის მორიგი დახმარების გაწევის მიზნით ბრძანება გასცა.