ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის მხარდაჭერის გამო, "ფლეიბოიმ" მია ხალიფასთან კონტრაქტი შეწყვიტა
Playboy-მ ურთიერთობა გაწყვიტა ყოფილ პორნოვარსკვლავ მია ხალიფასთან. ცნობილმა პორნომსახიობმა 7 ოქტომბერს სოციალურ ქსელში პალესტინას დაუჭირა მხარი.
"თუ შეიძლება, ვინმემ გადასცეს თავისუფლებისთვის მებრძოლებს პალესტინაში, რომ ტელეფონის კამერები ჰორიზონტალურად დაიჭირონ". – დაწერა ხალიფამ.
რამდენიმე საათში პორნომსახიობმა საკუთარ პოსტზე განმარტება გააკეთა:
"მინდა განვმარტო, რომ ჩემი განცხადება არ ემსახურება ძალადობის გავრცელებას. პალესტინის მოქალაქე თავისუფლებისთვის მებრძოლია, ამიტომაც დავწერე ასე... ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის ყოველდღე".
ხალიფას პოსტების შემდეგ Playboy-ს საიტზე გაქრა მისი პირადი გვერდი. საიტზე შესულ მომხმარებლებს გვერდის დაბლოკვის შესახებ შეტყობინება ხვდებოდათ.
10 ოქტომბერს Playboy-მ საიტის მომხმარებლებს ელექტრონული წერილი მიწერა, რომელშიც დაადასტურა, რომ მია ხალიფასთან ყველანაირი საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა.
მია ხალიფა წარმოშობით ლიბანელი ყოფილი პორნოვარსკვლავია. ის ერთ-ერთი პირველი მსახიობი იყო, რომელმაც ჰიჯაბით პორნოგრაფიულ ფილმში ითამაშა. ხალიფას თქმით, კარიერა ISIS-ის მუქარების შემდეგ დაასრულა.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"