თეგებით ძიება

„მინდა, უკანასკნელ გზაზე გავაცილო, მაგრამ ბილეთის ყიდვის ფინანსები არ მაქვს..." - ინგა ფერაძის ქალიშვილი დახმარებას ითხოვს

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ინგა ფე­რა­ძე გუშინ, 9 ოქტომბერს, ბელ­გი­ა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იგი წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­ში იმყოფებოდა.

მომ­ღე­რალს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ას­ვე­ნებს.

დე­დის უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ცი­ლე­ბა უნდა მის ქალიშვილს, ანას, მაგ­რამ მას იმის ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, რომ ბი­ლე­თი შე­ი­ძი­ნოს, ამის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

- დედა ბოლო დროს ცუ­დად იყო, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა. ერთი მენ­ჯის ძვლის, ამო­ვარ­დნი­ლი ჰქონ­და და ჩა­უს­ვეს. ამის შემ­დეგ ცუ­დად გახ­და, ნაწ­ლა­ვებ­ზე შე­ექ­მნა პრობ­ლე­მა. ექი­მე­ბის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ოპე­რა­ცია, მი­თხრეს, - თუ ოპე­რა­ცია არ გა­ვუ­კე­თეთ, გარ­და­იც­ვლე­ბა და ოპე­რა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, კი­დევ არის პა­ტა­რა შან­სი რომ იცო­ცხლო­სო. დავ­თან­ხმდი, რად­გან იმე­დი მქონ­და, რომ ცოტა ხანი მა­ინც იცო­ცხლებ­და. თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ძა­ლი­ან და­სუს­ტდა, ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, რამ­დე­ნი­მე დღე იცო­ცხლა და გუ­შინ დი­ლას და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა.

 

- ანუ­კი, თქვენ გინ­დათ, რომ დედა სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ას­ვე­ნონ, რო­გორც ვი­ცით, ეს სა­ელ­ჩოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა...

- დიახ, კონ­სულ­თან, რუ­სუ­დან დი­დე­ბუ­ლი­ძეს­თან მაქვს სა­ტე­ლე­ფო­ნო ურ­თი­ერ­თო­ბა და რო­გორც მი­თხრეს, ინ­გას ცხე­დარს სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯით გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ. ძა­ლი­ან მინ­და, რომ დედა უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ვა­ცი­ლო, მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ვერ ვა­ხერ­ხებ ჩა­მოს­ვლას. ბი­ლე­თის ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მქონ­დეს, ჩა­მო­ვი­დო­დი.

 

- ანუ­კი, ზა­ფხულ­ში ინ­გას სა­ხელ­ზე ფონ­დი გა­ა­კე­თეს, სა­დაც თან­ხა გროვ­დე­ბო­და, რომ­ლი­თაც მისი ჩა­მოყ­ვა­ნა უნ­დო­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში. თქვე­ნამ­დე თუ მო­ვი­და ეს ფული?

- იმ ქალ­ბა­ტონ­მა, ვინც ფულს აგ­რო­ვებ­და, მომ­წე­რა, - დიდი ბო­დი­ში, მე თან­ხა არ მაქ­ვსო. ვე­რა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე, და­შო­კი­ლი ვი­ყა­ვი. მერე ნინო ქა­თა­მა­ძეს ვე­ლა­პა­რა­კე და მი­თხრა, - იქ­ნებ ინ­გას ცხე­და­რი დავ­წვათ და ისე გად­მო­ვას­ვე­ნო­თო. ვუ­თხა­რი, რას მე­უბ­ნე­ბით, თქვენ ჩემი გა­გი­ჟე­ბა გინ­დათ-მეთ­ქი?

 

- ინგა, სა­ქარ­თვე­ლო­დან ძა­ლი­ან მხარ­ში გიდ­გათ ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე. გარ­და მა­კა­სი, ვის­თან გაქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ურ­თი­ერ­თო­ბა?

- მო­ძღვარს მივ­წე­რე ინ­გას მე­გობ­რის ნო­მე­რი, რო­მელ­მაც იცის, სად არი­ან დე­და­ჩე­მის ბე­ბია და დედა და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი, რომ მათ გვერ­დით დაკ­რძა­ლონ. მინ­და ნორ­მა­ლუ­რი გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი ჰქონ­დეს. მე 21 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვყო­ფილ­ვარ.

 

- რო­გორ და­გეხ­მა­როთ, რომ შეძ­ლოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და დე­დის უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ცი­ლე­ბა.

- ბევ­რს არა­ფერს ვი­თხოვ, თან­ხა მჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ბი­ლე­თი ვი­ყი­დო და დედა გა­მო­ვა­ცი­ლო. მანდ რამ­დე­ნი­მე დღე დავ­რჩე­ბი, ბელ­გი­ა­ში მყოფ­მა ქარ­თვე­ლებ­მა მი­თხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შეძ­ლე­ბენ მო­მიგ­ვა­რონ და­სარ­ჩე­ნი ად­გი­ლის პრობ­ლე­მა.

 

- ანუ­კი, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ადა­მი­ა­ნებს თქვე­ნი დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ, რო­გორ უნდა და­გი­კავ­შირ­დნენ?

- მაკა რაზ­მა­ძეს და­უ­კავ­შირ­დნენ და ის და­მეხ­მა­რე­ბა. სა­ბუ­თე­ბის ამ­ბავს მალე მო­ვაგ­ვა­რებ და ალ­ბათ, ამ დღე­ებ­ში უკვე გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ ცხე­დარს და მინ­და, რომ მას­თან ერ­თად ვიყო.

წყარო: ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა