თეგებით ძიება
10. 10. 2023 მსოფლიო

"ზოგი ზრდასრული იყო, ზოგიც - ბავშვი...” - ისრაელის ერთ-ერთ კიბუცში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს

ისრაელის მოხალისეობრივი სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია ZAKA-ს ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ღაზის საზღვართან მდებარე კიბუც ბეერში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს. კიბუცი  სასოფლო-სამეურნეო კომუნაა ისრაელში.

„კიბუციდან ცხედრები მთელი დღის განმავლობაში გამოგვქონდა”, - თქვეს ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში ასევე განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე 108 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა კიბუცის ტერიტორია ჯერჯერობით სრულად არ არის გაწმენდილი.

„დღეს მოხალისეები ბეერის კიბუცში შევიდნენ და იქ საზარელი სანახაობა დახვდათ - ზოგი გარდაცვლილი ზრდასრული იყო, ზოგიც - ბავშვი”, -  თქვა Zaka-ს წარმომადგენელმა.

სოფელი ბეერი ღაზის სექტორთან მდებარე პატარა სოფელია. ამ ეტაპზე ცნობილი დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, ჰამასელმა ტერორისტებმა მოსახლეობის 10% გაანადგურეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა