უბედური შემთხვევა კახეთში - კაცს ტრაქტორმა გადაუარა
უბედური შემთხვევა კახეთში - შუახნის კაცს ტრაქტორმა გადაუარა. შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე, ამავე კომპანიის თანამშრომელი ტრაქტორიდან გადავარდა.
გადავარდნის შემდეგ, კაცს ტრაქტორმა ზედ გადაუარა. ის ადგილზე დაუღუპა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.