თეგებით ძიება

"სტუდენტები სწავლობენ იმისთვის, რომ ქვეყნიდან წავიდნენ. ექთანი ხელფასის სახით იღებს 300-500 ლარამდე, საერთოდ აღარ არიან ექიმები, ყველა მიდის" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ჩემი მე­გობ­რის შვი­ლი 8 წე­ლი­წა­დი იყო არა­ლე­გა­ლად, დე­პორ­ტი ჩა­ურ­ტყეს და რა თან­ხაც ჰქონ­და, აე­რო­პორ­ტში ჩა­მო­არ­თვეს. სტუ­დენ­ტე­ბი სწავ­ლო­ბენ იმის­თვის, რომ ქვეყ­ნი­დან წა­ვიდ­ნენ. ექთა­ნი ხელ­ფა­სის სა­ხით იღებს 300-500 ლა­რამ­დე, სა­ერ­თოდ აღარ არი­ან ექი­მე­ბი, ყვე­ლა მი­დის. აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა მო­მენ­ტი, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­კუ­თარ ხელ­ში უნდა აი­ღოს ქვეყ­ნის დაც­ვა. ხალ­ხი მხო­ლოდ მთავ­რო­ბის იმედ­ზე ვერ იქ­ნე­ბა. რაც უფრო მე­ტად გვით­რევს რუ­სუ­ლი სამ­ყა­რო, მით უფრო დიდი ქა­ო­სი იქ­ნე­ბა. ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს არ გვსურს, ასე­თია რუ­სუ­ლი МИР-ის თა­მა­შის წე­სე­ბი. რა არის ევ­რო­პა? - ელე­მენ­ტა­რუ­ლი წეს­რი­გი ქუ­ჩა­ში, უსაფრ­თხო­ე­ბა ჩვენ­თვის და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის. რა არის რუ­სე­თი? - არე­უ­ლო­ბა, ძა­ლა­დო­ბა, სი­სას­ტი­კე, ქურ­დუ­ლი წეს­რი­გი. თუ მთავ­რო­ბა არ­ღვევს წე­სებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა აი­ღოს ხელ­ში წეს­რი­გი. მთავ­რო­ბა გა­სუ­ლია ლე­გა­ლუ­რო­ბის ვე­ლი­დან და რო­გორც სწო­რად თქვა ცი­ხი­დან ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დის­მა: “ქვე­ყა­ნა ეკუთ­ვნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მან უნდა აი­ღოს ხელ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის სა­კი­თხე­ბიც”. - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა