ახალციხის N5 სკოლაში პოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს
დღეს, 10 ოქტომბერს ახალციხეში N5 საჯარო სკოლაში, დაახლოებით 18:00 საათზე, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს - ამი შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
ვითარების გასარკვევად ადგილზე მისული "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი სკოლის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემაც.
მოსწავლეების მშობლების ვარაუდით, მეხუთე კლასის ერთ–ერთ მოსწავლეს მანქანა დაეჯახა.
არასრულწლოვანი სკოლის შენობიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
იგი სასწრაფო დახმარების მანქანამდე მშობლებმა მიიყვანეს, თუმცა დირექტორის მსგავსად, კომენტარი არც მათ გააკეთეს:
„ისეთი არაფერი არ სჭირს, გადაგვყავს კლინიკაში... არ ვიცით რა მოხდა კამერებს გადაახვევენ და ნახავენ“,– გვითხრა მოსწავლის მამამ.
გამიცემა ამ დრომდე ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურებიდან ელის.