4 ბავშვს მოაჭრეს თავი.. ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი - ისრაელის ელჩი საქართველოში
ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადა მეიცადი კფარ აზაში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება. მისი ინფორმაციით, ტერორისტებმა 4 ბავშს მოაჭრეს თავი. აღნიშნული განცხადება ელჩმა "ფორმულას" ეთერში გააკეთა.
"ღაზის სექტორთან ახლოს 4 ბავშვს მოაჭრეს თავი, მანამდე აიყვანეს ტყვედ, 1000-კაციანი კიბუცია. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაჰქონდათ მრავალი საათის განმავლობაში ცხედრები. მას შემდეგ, რაც ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მე არ მყოფნის სიტყვები. ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი, ასეთ რამეს არ წავწყდომივართ უკანასკნელი წლების განმავლობაში", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, ღაზას საზღვარზე არსებულ კფარ აზას სოფელში საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა - ჰამასის ტერორისტებმა ქალებსა და ბავშვებს თავები მოკვეთეს. ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.